სტამბოლში ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკების შეხვედრა გაიმართა

11-14 მაისს სტამბოლში, თანამედროვე საერთაშორისო უნივერსიტეტში, ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, ანგლოამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამუშაო კონფერენციის ფორმატში წარმოდგენილი იყო როგორც დასავლეთ ევროპის, ავსტრალიის, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების, ისე თურქეთის ბიბლიოთეკების საქმიანობის მეთოდები.

საქართველოდან წარმოდგენილი იყო ევროპის ბიბლიოთეკების პროფესიული განვითარების კვლევის შედეგები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები