ნინო სვანი და ანრი პაპუნაშვილი სწავლას უცხოეთში განაგრძობენ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულმა ნინო სვანმა სწავლა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ვენაში გააგრძელა. ნინომ ჩააბარა საჯარო ადმინისტრირების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
ხოლო სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ანრი პაპუნაშვილმა სწავლა გააგრძელა აშშ-ში, Chicago-Kent College of Law, Illinois Tech-ის International and Transnational Law-ს სამაგისტრო პროგრამაზე. მან სწავლის 75%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.