აშშ-ს ღია პირველობაზე US SUMO OPEN 2025 ქართველმა სუმოისტებმა 5 მედალი  მოიპოვეს

აშშ-ს ღია პირველობაზე US SUMO OPEN 2025 ქართველმა სუმოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი  მოიპოვეს.

ყველაზე პრესტიჟულ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ზურა წიქორაძე გახდა. ზურამ მეორე წონით კატეგორიაშიც +115 კგ იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

– 115 კგ-ში ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა საბა გამთენაძემ. მეორე ბრინჯაოს მედალი საბამ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან მასპინძელი გიგანტი ამერიკელი სუმოისტი დაამარცხა, რომელიც 280 კგ-ს იწონიდა.

მეხუთე ბრინჯაოს მედალი საქართველოსთვის დავით აქუბარდიამ მოიპოვა -100 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონობამდე მასაც ძალიან ცოტა დააკლდა და საბოლოოდ 6 გამარჯვებით და 1 მარცხით დაასრულა ამერიკის ღია პირველობა.

ჩემპიონატს საპატიო სტუმრის და მთავარი მსაჯის სტატუსით ესწრებოდა, პროფესიონალი სუმოისტი, ყოფილი სეკივაკე, მონღოლი იჩინოჯო და სწორედ მან დააჯილდოვა  ჩვენი ჩემპიონი და პრიზიორი ბიჭები.

საქართველოს ნაკრების შემდეგი მნიშვნელოვანი შეჯიბრება – ევროპის ჩემპიონატი 21-23 წლამდე და დიდებში 22-26 მაისს უნგრეთში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები