“ქალთა კლუბმა ნიუ-იორკში” ტრადიციული ღონისძიება “გაზაფხულის დღეები ქალთა კლუბში” გამართა
9 მაისს, კლუბ “Assaia”- ში, “ქალთა კლუბმა ნიუ-იორკში” ტრადიციული ღონისძიება “გაზაფხულის დღეები ქალთა კლუბში” გამართა.
„ღონისძიება როგორც საქმიანი, ასევე შემოქმედებითი ფორმატით იყო დატვირთული. კლუბის წევრებთან ერთად, ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საპატიო სტუმრის სტატუსით ღონისძიებას დაესწრო მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი – ქალბატონი თამარ ივერი, რომელიც ახლა შემოუერთდა ქართულ ემიგრაციას ამერიკაში.
დღეიდან, ნიუ-იორკის ქალთა კლუბთან იფუნქციონირებს მზრუნველთა საბჭო, რომლის თავმჯდომარედ ქალთა კლუბის დამფუძნებელმა პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა ლელა ქართველი წარადგინა“, – ნათქვამია „Women Club in New York“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობაში არაერთი ცნობადი სახეა – მათ შორის ქალბატონები თამარ ივერი, მზექალა გოგოჭური, ქეთევან გოლდი, ქეთევან შავლიაშვილი, ცნობილი პიანისტი ჩიკაგოდან ქეთევან ქართველიშვილი, ეკუნა ქართველი ლონდონიდან, ასევე ცნობილი მომღერალი საბერძნეთიდან ბატონი ჯორჯ გურენი, ბატონი გოგა მამფორია ნიუ იორკიდან და სხვები.
„ღონისძიება “ქალთა კლუბი ნიუ – იორკში” კლუბის თავმჯდომარემ ლელა ქართველმა გახსნა. სტუმრებს კლუბის თანათავმჯდომარემ, კატო მურღულიამ მიმართა. შესანიშნავი ლექსი, საკუთარი თარგმანი წაიკითხა მზეო გოგოჭურმა, საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ქალთა ჯანმრთელობაზე ქეთევან შავლიაშვილს. “მინიატურების” გამოცემული ორიგინალური წიგნები წარადგინა ლევან სალუქვაძემ. ინგლისური სიმღერა შეასრულა მარიამ შვანგირაძემ, თავისი ახალი კრებული “წარმატებული ქართველები ა.შ.შ” წარადგინა მზია კანდელაკმა.
აღნიშნული წიგნები, სოფო ახვლედიანის სახის პროცედურების ვაუჩერებთან ერთად ღონისძიებაზე გათამაშდა.
ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, ქალთა კლუბის წევრის, დონარა გვრიტიშვილის დასახმარებლად.
ღონისძიების ბოლოს, სტუმრებს მიესალმნენ ამერიკის რესპუბლიკური ქალთა ორგანიზაციის ვიცე – პრეზიდენტი სვეტლანა ზელენსკაია, თამარ ივერი, რამაზ ოქრუაშვილი და გოგა მამფორია.
“ქალთა კლუბმა ნიუ იორკში” მადლობის სიგელით დააჯილდოვა კლუბი Assaia” და მისი მენეჯერი ეკა ანდრიაშვილი.
ღონისძიების ბოლოს კლუბის წევრებმა საზეიმო ვითარებაში ერთად გაჭრეს სადღესასწაულო ტორტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.