საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს
„თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – ანგარიშით 29: 26 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნიქაბაძე დასახელდა. ამ გამარჯვების შედეგად ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში იასპარეზა.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებს.