მხარი დავუჭიროთ პატარა ემიგრანტს-ავთანდილ ჭიოკაძე-თიგიშვილი კონკურსში მონაწილეობს
ესპანეთში მცხოვრები პატარა ემიგრანტი, 13 წლის პიანისტი, ავთანდილ ჭიოკაძე-თიგიშვილი ბარსელონას პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის Concurs Internacional Maria Canals მიერ ორგანიზებულ კონკურსში მარია კანალს – Jo hi toco! (Tú tocas? Yo toco! – შენ უკრავ? მე ვუკრავ!) მონაწილეობს.
ამ კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების მოტივაცია. კონკურსის მონაწილე იღებს ვიდეოს, სადაც საკუთარ თავს წარადგენს, ხსნის, რას ნიშნავს მისთვის ინსტრუმენტზე დაკვრა და ბოლოს ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებს. ვიდეოები იდება YouTube-ზე, რაც შესაძლებლობას აძლევს ოჯახს, მეგობრებს და ფართო საზოგადოებას მხარი დაუჭირონ მონაწილეებს მოწონებითა და კომენტარებით.
ავთანდილმაც გადაიღო ვიდეო, იგი ასრულებს ფრედერიკ შოპენის Nocturno Op. 48 №1-ს, სადაც კარგად ჩანს მისი ნიჭიც და ტექნიკაც.
მხარი დავუჭიროთ პატარა ქართველს. გახსენით ვიდეო, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და თქვენი მოწონებით და კომენტარით გაამხნევეთ ავთანდილ ჭიოკაძე-თიგიშვილი.