ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა
ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე გავიდა.
ოქრო საბა კობახიძისა (74კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილის(97კგ) ანგარიშზეა, ვერცხლი ლუკა ვანიშვილმა(70კგ) და დაჩი პაპინაშვილმა(86კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ნიკა ზანგალაძე(57კგ), დავით ჭეჭელაშვილი(79კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი(125კგ) დაეუფლნენ.