კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს
სკოლა-პანსიონი კომაროვის ინფორმაციით, კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე (BMO 2025), რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა, ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: სანდრო ჟღენტი, ნიკოლოზ ფიცხელაური, გიორგი გუმბერიძე და ივა კობაიძე.
საქართველოს შერჩეული ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლდათ: გიორგი გუმბერიძე, გელა კირვალიძე, ივა კობაიძე, სანდრო ჟღენტი, ნიკოლოზ ფიცხელაური, მირზა შანიძე. გუნდის ლიდერები: გიორგი კეკენაძე და ივანე კვიტაშვილი.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 23 ქვეყნის 24 გუნდი (143 მოსწავლე) მონაწილეობდა.