ნანი საღირაშვილი Salman Global Academy for Arabic Language-ის ინსტიტუტში არაბული ენის 8-თვიან პროგრამაზე იმყოფება

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ნანი საღირაშვილი ერ-რიადში, Salman Global Academy for Arabic Language-ის ინსტიტუტში, არაბული ენის 8-თვიან პროგრამაზე იმყოფება.  მან მოიპოვა საუდის არაბეთის სახელმწიფო სტიპენდია, რომლითაც სრულად დაფინანსებულია მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნანის მიზანია საუდის არაბეთში სწავლისას მეტად გაეცნოს არაბულ კულტურას, ტრადიციებს და გაიღრმაოს ცოდნა არაბული სამყაროს შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები