კოტე კაპანაძემ დუშანბეს „გრანდ სლემზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტაჯიკეთში დუშანბეს “გრანდ სლემი” მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა კოტე კაპანაძემ (-81 კგ) მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან აზერბაიჯანელი სულეიმან შუკუროვი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე კოტე კაპანაძემ ტაჯიკი და უზბეკი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან დათმო.