თბილისში ღვინის ფესტივალი „Wine Ambassadors 2025“ გაიმართა

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში ღვინის ფესტივალი „Wine Ambassadors 2025“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.   ფესტივალმა ღვინის პროფესიონალებს, მომხმარებლებს, ჰორეკა სექტორისა და კომერციული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ მცირე საოჯახო მარნებისა და ღვინის კომპანიების პროდუქციას, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინოები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, ღვინის ტურიზმის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები