2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2025“ აღინიშნება

2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2025“ აღინიშნება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

“წელს “ქუთაისქალაქობის” მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარედ, მეფეთუბანში გაიმართება.

„ვერიკოს სკვერში“ მოეწყობა: იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ფოტოზონა, ქუთაისის სალონური ცხოვრების ამსახველი სცენები, სპორტული და საბავშვო – გასართობი აქტივობები, „დ. მხეიძის სახ. ფოტო – კინო მატიანეს მუზეუმის“ გამოფენა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, საჭადრაკო ტურნირი.

მდინარე რიონზე ჯომარდობის მოყვარულთა საჩვენებელი დაშვება მოხდება.

ქუთაისის ნ.ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ ქუთაისი თვითმმართველი ქალაქი 150“.

დღის განმავლობაში გაიმართება ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის, ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სასულე ორკესტრის, მოსწავლეთა და პედაგოგთა კონცერტი .

საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონიას ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. აქვე გაიმართება ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი.

„ქუთაისქალაქობა2025“-ს აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდება, სადაც თბილისის ბიგ-ბენდი დაუკრავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები