ია სისაური NATO-ს რიგით V ახალგაზრდულ სამიტში მონაწილეობდა
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა ია სისაურმა მონაწილეობა მიიღო NATO-ს რიგით V ახალგაზრდულ სამიტზე, მონტენეგროში. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
NATO Youth Summit წარმოადგენს ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, დიპლომატია და ა.შ. ეს არის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ჩაერთონ გლობალურ დისკუსიებში.