21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში 16 და 21 წლამდე ნაკრებებს შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ვიცე-ჩემპიონი ლუკა მგელაძე (-65 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ანრი მსხალაძე (+90 კგ) დასჯერდა.
საქართველოს 16 წლამდე კარატისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა. საქართველოს 16 და 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებებს კი სულ ათი მედალი აქვთ, მათ შორისაა სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.