ნინო ბარამაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და GIPA-ს პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, ნინო ბარამაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას „mozaikanews“-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნინო სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაემგზავრება, სადაც ინტენსიურ აკადემიურ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ლიდერის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.