ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.

Orange Wine Festival 2012 წელს დაარსდა. ფესტივალი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩნდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.

ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი,  საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთია.

ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები