საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს

ჩინეთში, ქალაქ ტაიანში, პარატაეკვონდოში გაიმართა G-3-ის კატეგორიის  საერთაშორისო ტურნირი – 2025 WT President’s Cup, რომელშიც საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა  ნაკრებმა იასპარეზა.

აღნიშნულ ტურნირზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესმა პარატაეკვონდოისტებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენმა გოგონებმა ორი მედალი მოიპოვეს.

ანა ჯაფარიძე (-52 კგ) ვერცხლის პრიზიორი, ხოლო ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ლაშა ტყემალაძეს ჩინეთის 2025 WT პრეზიდენტის თასის საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა და ჯილდოც გადაეცა.

ჩინეთში საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები