ქართველმა მოჭადრაკეებმა ესპანეთში წარმატებით იასპარეზეს

ესპანეთის კანარებზე ტრადიციული XVII Memorial Pedro Lezcano Montalvo 2025 დასრულდა.

ტურნირში მონაწილეობდა 17 ქვეყნის 165 მოჭადრაკე, მათ შორის ორი ქართველი საერთაშორისო ოსტატი: ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ირაკლი ახვლედიანი.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 9 პარტიაში 7 ქულა დააგროვა , 9 სარეიტინგო ქულა მოიმატა   და III – VII ადგილი გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი მოჭადრაკე  IV ადგილზე გავიდა.

6,5 ქულით  VIII-XIV ადგილი გაიყო და 11 ქულა შემატა რეიტინგს ირაკლი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები