საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა

გუნდური მეორე ადგილი და 9 მედალი – ასეთია საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მონაგარი მოლდოვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე , საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ტალახაძეს, როგორც 2026 წლის  ევროპის  ჩემპიონატის მასპინძელს ევროპის ფედერაციის დროშა გადაეცა.

საქართველოს ნაკრებს 2025 წლის  პირველი მედლები რამინ შამილიშვილმა მოუტანა, ძალოსანმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,

გოდერძი ბერდელიძემ კი ძალოსანთა ყულაბას 1 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედალი შემატა.

რევაზ დავითაძემ კი მკერდი 3 ვერცხლის მედლით დაიმშვენა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს ბაქარ თურმანიძემ კი 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები