დღესასწაული დიდუბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა – დიდუბობა

დღესასწაული დიდუბის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა. დიდუბობა.

გარდამავალია, აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს.

იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა იმ არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია. უთქვამს: “დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო”. მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული: შობიდან უსინათლოს თვალი აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

წყარო: კარიბჭე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები