საქართველოს ნაკრებმა მხატვრულ ცურვაში მსოფლიოს თასზე ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა მხატვრულ ცურვაში, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობა დაასრულა.
შეჯიბრების პირველ დღეს ტექნიკურ სოლო პროგრამაში 32 მონაწილეს შორის, მარია ალავიძემ მე-8 ადგილი, ანა ყიფიანმა კი მე-20 ადგილი დაიკავა
ტექნიკურ დუეტში – თეკლა გოგილიძის და ნიატა ნათობაძის წყვილი 31 მონაწილეს შორის მე-17 ადგილზე გავიდა
თავისუფალ პროგრამაში მარია ალავიძის და ნიტა ნათობაძის დუეტმა 31 წარმომადგენელს შორის მე-12 პოზიცია დაიკავა
მსოფლიოს თასის ბოლო საშეჯიბრებო დღეს თავისუფალი სოლო პროგრამით წარსდგა მარია ალავიძე, რომელიც მე-4 ადგილზე გავიდა
საქართველოს ნაკრებს მომდევნო ტურნირი კანადაში აქვს ჩანიშნული, სადაც მსოფლიო თასის მე-3 ეტაპი ჩატარდება.