საქართველომ კურაშის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა 20 ქვეყნის 212 ათლეტმა მიიღო, საქართველოს ღირსებას კი ტურნირზე 59 სპორტსმენი იცავდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 41 მედალი მოიპოვა: 15 ოქროს, 9 ვერცხლის, 17 ბრინჯაოს. კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს საქართველოს სენიორ მამაკაცთა ნაკრებმა, კადეტმა და იუნიორმა ბიჭებმა, კადეტ გოგონებს კი გუნდური მეორე ადგილი ერგოთ.

ბათუმმა ასევე უმასპინძლა კურაშის ევროპის კონფედერაციის კონგრესს, რომელზედაც გაიმართა კონფედერაციის აღმასკომის არჩევნები და შემუშავდა ოთხწლიანი გენერალური გეგმა. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი კურაშის მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები