შვეიცარიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

შვეიცარიულ ავიაკომპანია Edelweiss-თან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან მაღალრეიტინგული გამოცემების, ონლაინ მედია პლატფორმებისა და დოკუმენტური ფილმების წარმომადგენლებს, ასევე ბლოგერებს მასპინძლობს.

შვეიცარიული მედიის 10-მდე წარმომადგენელი თბილისში, უფლისციხესა და მცხეთაში იმყოფებოდა. ჟურნალისტები და ბლოგერები კახეთს ეწვევიან, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, სპეციალურად სტუმრებისთვის  ღვინის მასტერკლასები და ქართული კერძების დეგუსტაცია გაიმართება.

„ორი შესანიშნავი დღე გავატარეთ უკვე საქართველოში, ძალიან ლამაზი ქვეყანა და თბილი ხალხია, ძალიან მომეწონა ქართული კერძები და ღვინო, საქართველოში მიღებული პოზიტიური გამოცდილების შესახებ სტატიას ვამზადებ“ – აცხადებს  გამოცემა ბლუვინის რედაქტორი სვენ ზგილერი.

„ საქართველოში ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, ეს არის ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო.  ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა შვეიცარიიდან საქართველოში, პირველივე ფრენაზე ბორტი სავსე იყო, ეს ნიშნავს, რომ ბევრს უნდა საქართველოში მოგზაურობა, საქართველო ძალიან მიმზიდველია, გამოირჩევა კულტურითა და კულინარიით“ – ამბობს ლორენ ბედელი ფოტოგრაფი.

შვეიცარიელი ჟურნალისტები და ბლოგერები  ავიაკომპანიის „Edelweiss“-ის ახალი პირდაპირი ავიარეისის,  ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, ბუნების, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს, პოსტებს, სთორებსა და რილსებს მოამზადებენ. კამპანიის მიზანია შვეიცარიიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია შვეიცარიის ტურისტულ ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები