ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ ინდოეთში  გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა –  ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ — დიდი წარმატებით იასპარეზეს ინდოეთში  გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში.

ქართველმა დიდოსტატებმა 11 შესაძლებელი ქულიდან 9.5 ქულა დააგროვეს და პირველ-მესამე ადგილები ინდოელ დიდოსტატ ანანდ პრანავთან ერთად გაიყვეს. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ფანცულაიამ ტურნირზე პირველი, ხოლო სანიკიძემ მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირი განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა — ასპარეზობაში 11 ქვეყნის 506 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები