ევროპის ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შსემდეგ ანასტასია კირთაძე პირველობას ინარჩუნებს

ევროპის ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ანასტასია კირთაძემ სოფი მილესთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ასევე ყაიმით დაასრულა პარტია ბელა ხოტენაშვილმა და მესამე საპრიზო ადგილზე რჩება.

ტური წარმატებული აღმოჩნდა ლელა ჯავახიშვილის, ნინო ბაციაშვილისა და მერი არაბიძისთვის — მათ მოიგეს პარტიები და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები ასეთია:

1.ანასტასია კირთაძე – 6 ქულა

3.ბელა ხოტენაშვილი – 5,5

10.ლელა ჯავახიშვილი – 5

13.ნინო ბაციაშვილი – 5

14.მერი არაბიძე – 5

48.კესარია მგელაძე – 4

72.ნია დონღვანი – 3,5

82.ინგა ხურცილავა – 3,5

97.მარიამ ცეცხლაძე – 3

101.ლილე ქორიძე – 3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები