მადრიდში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

6 აპრილს, ესპანეთში, მადრიდში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

2024 წელს კომპანია „ბიბლუსმა“, გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის თაოსნობით, გიორგი კეკელიძესთან ერთად და­ა­ფუძნა „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა. საზოგადოება ქართუ­ლი ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგ­ნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართუ­ლი წიგნის კუ­თხე­ე­ბის მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები