ქართველი ავტომრბოლელები „NASCAR“-ის ევროპის სერიებში „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ

ისტორიაში პირველად ქართველი ავტომრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე 2025 წლის „NASCAR“-ის ევროპულ სერიებში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მრბოლელები „Marko Stipp Motorsport“-ის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზებენ.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასა და „Marko Stipp Motorsport“-ს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ქართველი მრბოლელები „EuroNASCAR“-ში #48 Chevrolet Camaro-თი მიიღებენ მონაწილეობას. დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში იასპარეზებს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში.

„EuroNASCAR“-ის ფარგლებში შვიდი გრანპრი გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე  2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

ქართველი ავტომრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები