ქართული ლიტერატურა უცხოურ თარგმანებში – გამოიცა ნოდარ დუმბაძის, გურამ ოდიშარიას და ქართველი მწერლების მოთხრობების კრებული
ქართული ლიტერატურა უცხოურ თარგმანებში პროგრამის ფარგლებში გამოიცა ნოდარ დუმბაძის, გურამ ოდიშარიას და ქართველი მწერლების მოთხრობების კრებული.
📙 „11 რჩეული მოთხრობა ქართული ლიტერატურიდან“
ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნა ჰარუნ ჩიმქემ.
გამომცემლობა: Mevsimler
📕 გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“
ქართულიდან ბულგარულ ენაზე თარგმნა: ივანა კოლევამ.
გამომცემლობა: „პაისიი ხილენდარსკი“
📘 ნოდარ დუმბაძე − „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; „მარადისობის კანონი“
აზერბაიჯანულად თარგმნა: იმირ მამედლიმ.
გამომცემლობა: „ალატორან“
ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.