TEXSOM -ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ  ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (დეტალური ინფორმაცია გამარჯვებული ღვინოების  შესახებ იხილეთ ბმულზე: https://texsom.com/results/). გასულ, 2024 წელს TEXSOM-ის კონკურსზე მედლები 25-მა ქართულმა ღვინომ დაიმსახურა.

ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის რეპუტაციასა და მაღალ ხარისხზე,  ასევე, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას.

TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ის 50 ქართული ღვინო და ბრენდი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.

ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს დაარსდა ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ ღვინის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება გახდა. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები