ტალინის მუსიკის აკადემიის პროფესორი პიპ ლასმანი კონსერვატორიაში მასტერკლასს ჩაატარებს

7 -დან 11 აპრილის ჩათვლით კონსერვატორიაში, Erasmus+ მობილობის ფარგლებში, მასტერკლასს ჩაატარებს ტალინის მუსიკის აკადემიის პროფესორი, პიანისტი – პიპ ლასმანი.

დასწრება თავისუფალია.

პეპ ლასმანი, ესტონელი პიანისტი, სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ემილ გილელსის კლასში.

1973 წლიდან მუშაობდა ტალინის კონსერვატორიაში სხვადასხვა პოზიციებზე:  ლექტორი, პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის ხელმძღვანელი, პრორექტორი,  1992-2017 წლებში ესტონეთის  მუსიკისა და თეატრის  აკადემიის რექტორი, 2020 წლიდან საბჭოს წევრი. არის მრავალი პრემიის მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები