საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ჟენევა, ლონდონი და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, დაბალბიუჯეტურმა „easyJet“-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას  დაუკავშირებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ ჟენევიდან შეასრულა და 147 მგზავრი ჩამოიყვანა.

ჟენევიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი კვირაში 2-ჯერ იფრენს. დღეიდან კი ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყებს. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები