საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები რეგიონალ ლიგის ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები – ვატო დადვანი, დუშან ვასიჩი და ბორის ვაპენსკი რეგიონალ ლიგის ჩემპიონები გახდნენ.
ოთხთა ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში სერბულმა რადნიჩკიმ, ხორვატიული იადრანი 13:10 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველმა წყალბურთელმა ვატო დადვანმა შეიტანა. მან 4 გოლი გაიტანა.