ევროპის ქალთა ინდივიდუალურ პირველობაში 10 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს

31 მარტიდან, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სტარტს აიღებს ევროპის ქალთა ინდივიდუალური პირველობა, სადაც 34 ქვეყნის 136 საუკეთესო მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები  მონაწილეობენ.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება  და I-X  ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.

საქართველოს ღირსებას ტურნირზე დაიცავენ:

  • ნინო ბაციაშვილი
  • მერი არაბიძე
  • ლელა ჯავახიშვილი
  • ბელა ხოტენაშვილი
  • ინგა ხურცილავა
  • კესარია მგელაძე
  • ანასტასია კირთაძე
  •  ლილე ქორიძე
  •  მარიამ ცეცხლაძე
  •  ნია დონღვანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები