საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ექვსი ლიცენზია მოიპოვა
საქართველოს ამ ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ოლიმპიადის ექვსი ლიცენზია აქვს მოპოვებული – მამაკაცთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში. ორი ლიცენზია მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა, მათ მსოფლიოს პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. 2026 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებს დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, წყვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა და, შესაბამისად, საქართველომ სპორტულ ცეკვებშიც ორი ლიცენზია მიიღო.
მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი პროგრამის შედეგად 263,03 ქულა დააგროვა, მსოფლიოს პირველობა მეცხრე ადგილზე დაასრულა და საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მამაკაცთა კატეგორიაში ორი ლიცენზიაც მოუპოვა.
თავისუფალ პროგრამაში გადასვლა ვერ შეძლონ ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც მოკლე პროგრამაში 47,31 ქულა მიიღო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა. გუბანოვა ოლიმპიური საგზურის მოპოვებას სექტემბერში პეკინში დაგეგმილ ტურნირზე შეეცდება, სადაც ხუთი ლიცენზია გათამაშდება.