სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასი მიმდინარეობს. ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალური შეხვედრა მან გერმანელ მოფარიკავესთან ანგარიშით 15:12 დათმო.
ფინალურ ბრძოლამდე სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში ამერიკელი მოფარიკავე ანგარიშით 15:13 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კორეელ მოწინააღმდეგეს ანგარიშით 15:12 სძლია.