ანასტასია კირთაძემ და ერეკლე ტაბატაძემ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვეს
სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში მიმდინარე მსოფლიოს სასკოლო პირველობა დასრულდა.
ანასტასია კირთაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა გადამწყვეტ ტურში და 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ერეკლე ტაბატაძემ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით ვერცხლის მედალი მოიპოვა 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის.