საქართველო „ევრობასკეტ 2025″-ზე C ჯგუფში იასპარეზებს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. C ჯგუფის შეხვედრებს კვიპროსის დედაქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპები 2025 წლის 27 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება, ფინალურ შეხვედრებს კი 6-14 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.