საბერძნეთში ფილმის “მანიდან – სვანეთამდე” ჩვენება გაიმართება
საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და „Webster University”-ს მხარდაჭერით, კვირას, 30 მარტს, 16:00 საათზე ნინო ბაჯელიძის იდეითა და პროდიუსერობით გადაღებული ფილმის “მანიდან – სვანეთამდე” ჩვენება გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფილმი საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მსგავსებებსა და ორი ერის საერთო მახასიათებლებს ასახავს. ფილმზე დასწრება უფასოა და გახლავთ ორენოვანი, ქართულ-ბერძნული.
მისამართი: პლაკა, მარკუს ავრილიუსის 5.