გამოფენაზე „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია იყო წარმოდგენილი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული კომპანიების მონაწილეობით გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია იყო წარმოდგენილი.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.
გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.