Wizz Air ქუთაისი – ლიონი – ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს და მადრიდის მიმართულებით ფრენებს ანახლებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ქუთაისი – ლიონი – ქუთაისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 3 ივნისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ამასთან, Wizz Air Hungary ოპერირებას განაახლებს ქუთაისი – მადრიდი – ქუთაისის საჰაერო ხაზზე. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მარტამდე ახორციელებდა. ავიარეისები განახლდება 29 აპრილიდან და შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 მარტს მიანიჭა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები