საქართველოს საელჩო ბრაზილიაში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ბრაზილიაში ინფორმაციას ავრცელებს:

„31 მარტი – 2 აპრილის პერიოდში პერუს რესპუბლიკაში დაგეგმილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილის სამუშაო ვიზიტი.

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ პერუს რესპუბლიკაში და ესაჭიროებათ საკონსულო მომსახურება/კონსულტაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე: ტელ. +55 61 33 66 11 01 ან მოგვწეროთ თქვენი კოორდინატები და აღწეროთ თქვენი საკითხი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: brazil.con@mfa.gov.ge“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები