ბაადურ ჯობავა მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების შესაძლებლობას ინარჩუნებს
რუმინეთში, მიმდინარე ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის დასკვნითი ტურის წინ ბაადურ ჯობავა მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების შესაძლებლობას ინარჩუნებს.
გადამწყვეტ ტურში ბაადური თეთრი ფერის ფიგურებით აიდინ სულეიმანლის (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდება.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ბაადურ ჯობავა – 7 ქულა;
ლევან ფანცულაია- 6 ქულა;
გიგა ყუფარაძე – 6 ქულა;
ლუკა პაიჭაძე – 6,5 ქულა;
თორნიკე სანიკიძე – 5,5 ქულა
ნოე თუთისანი – 5,5 ქულა;
ევროპის ჩემპიონატში 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე მონაწილეობს და მისი საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, ხოლო I-XXII ადგილზე გასულები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.