ნინუცა ჭელიძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში Charles Wright Academy-ში განაგრძობს
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნინუცა ჭელიძემ ASSIST-ის გაცვლით პროგრამაში კონკურსის გზით დაფინანსება მოიპოვა.
გაცვლითი პროგრამა საქართველოში Unique Learning -ის მიერ ექსკლუზიურად ხორციელდება.
ნინუცა ჭელიძე სექტემბრიდან, ASSIST -ის პროგრამის ფარგლებში, სრული დაფინანსებით, სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძო სკოლაში Charles Wright Academy განაგრძობს.