ნიკოლოზ მენაბდე საავტორო გადაცემაში „Stars & Talente by Leona König“ მიიწვიეს
ლეონა კონიგმა, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხურვალე მხარდამჭერია, დამწყები ახალგაზრდა მუსიკოსები, „ოქროს ნოტი 2024“-ის ყველა ფინალისტი ცნობილ მუსიკოსებთან ერთად შეკრიბა და თავის საავტორო გადაცემაში „Stars & Talente by Leona König“ მაყურებლების წინაშე წარადგინა.
პირველ გადაცემაში მან ათი წლის მევიოლინე ნიკოლოზ მენაბდე მიიწვია. რომელმაც, მსოფლიოში ცნობილ ტენორთან, ჯონათან ტეტელმანთან და ახალგაზრდა პიანისტთან, “ოქროს ნოტი 2022”-ის მფლობელ სანნი რიტერთან ერთად ჯაკომო პუჩინის ოპერიდან “ტოსკა” არია “E lucevan le stelle” შეასრულა.
ნიკოლოზ მენაბდე კიევში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, მამას, დირიჟორ მიხეილ მენაბდეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, დედა კი იულია რუბანოვა ვიოლინოზე უკრავს და კიევის ფილარმონიის მეორე კონცერტმაისტერი იყო, ახლა კი ვენის ოპერისა და სხვა ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან თანამშრომლობს. 20017 წელს მთელი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა. ნიკომ 5 წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოს და ფორტეპიანოს შესწავლა. მას ორი პირველი ადგილი აქვს აღებული კონკურსში, სადაც ვიოლინოზე უკრავდა და ორი პირველი ადგილი კონკურსში, სადაც ფორტეპიანოზე უკრავდა. ნიკო კლოსტერნოიბურგის სკოლაში დადის, ის ახლა IV კლასშია და მომავალი წლიდან სწავლას ვენის მუსიკალურ გიმნაზიაში განაგრძობს.