ჰამბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროგრამის პროექტის გამარჯვებული თინათინ ჭარხალაშვილი Hansa-Gymnasium Bergedorf და Grundschule Vizelinstraße (immersiv englisch) სკოლებს ეწვია

გერმანიის ჰამბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და განათლების ფაკულტეტის პროგრამის – “უცხოელი პედაგოგების ვიზიტი და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება” პროექტის გამარჯვებული, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ჭარხალაშვილი, Hansa-Gymnasium Bergedorf და Grundschule Vizelinstraße (immersiv englisch) სკოლებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში თინათინ ჭარხალაშვილი დაესწრო დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასების გაკვეთილებს და უცხოელ პედაგოგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროცესში.

ჰამბურგის უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება და მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას –  უცხოელ პედაგოგებს გააცნოს გერმანიის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები, გერმანული სწავლების მეთოდები და ორი განსხვავებული ქვეყნის განათლების სისტემის საერთო  მახასიათებლები. ყურადღება გამახვილებულია ბილინგვურ განათლებაზე  და ენობრივი ბარიერების დაძლევის მეთოდებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები