საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა და სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში 59-წუთზე მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი და საბოლოოდ, შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში ითამაშებს.