გიორგი ფოცხიშვილს და მაია მახათელს მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ
ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს გიორგი ფოცხიშვილს და პრიმა ბალერინა მაია მახათელს მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქორეოგრაფი გელა ფოცხიშვილი ავრცელებს.
„ჯილდო – “მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დაჯილდოვდა ორი ქართველი მსოფლიო ვარსკვლავი, მაია მახათელი & გიორგი ფოცხიშვილი – ცერემონია გაიმართა ლონდონის კოლიზეუმში 😉✊️ წარმატებები ორ დიდ ხელოვან ქართველს! ბრავო! ბრავო! ბრავო!“, – წერს გელა ფოცხიშვილი.