ინტერნაციონალურ ფესტივალში ალიკანტეს დიასპორასთასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა

14 მარტს, ალიკანტეში მერიის, კულტურისა და საემიგრაციო სამსახურების ეგიდით, 8 მარტისა და ემიგრანტი ქალების დღესთან დაკავშირებით, ინტერნაციონალური ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 12 ქვეყნის ტრადიცია, კულტურა და ფოლკლორი.

ალიკანტეს დიასპორასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “იბერიამ”, მონაწილეობა მიიღო ამ ფესტივალში.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა საპატიო სიგელები გადასცა დიასპორის ხელმძღვანელებს და საკვირაო სკოლის პედაგოგებს.

„მადლობა ჩვენს ქორეოგრაფს,ზურა ზივზივაძეს,  მადლობა პატარა ქართველების მშობლებს, იმ ენთუზიაზმისა და მხარდაჭერისთვის, რასაც არასოდეს იშურებენ.

მადლიერებას ვუცხადებთ ყველა იქ მყოფ ქართველს, ვინც მოიცალა და გვიქომაგა. ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, – ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები