ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მანანა მენაბდის ორი წიგნი წარადგინეს

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „სეზანმა” წარადგინეს მანანა მენაბდის ორი წიგნი – იგავ-არაკების კრებული “და დრო გადიოდა” და ავტობიოგრაფიული რომანი “ფრენის დღე ოთხშაბათი” ინგლისურ ენაზე.

დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციები, მათ შორის მისი და თეონა ცირამუას დუეტი – “აირა” და “დატირება”.

კომპოზიციების ფონზე, მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა და მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები