23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ზანგალაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა ზანგალაძემ (57კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ლევ პავლოვთან დათმო.

ფინალამდე ნიკა ზანგალაძემ მეოთხედფინალში –  მოლდაველი, ნახევარფინალში კი თურქი მოჭიდავე დაამარცხა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები